Tuesday, May 21, 2019

2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრის საწრეო მუშაობა ქიმიაში


საწრეო მუშაობა
საგანი :ქიმია
მასწავლებელი: ციალა აბულაძე
2019 წლის 1.02 – 30.05-მდე მეორე სემესტრში ფასანაურის N1 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს ქიმიის წრე. წრის მიზანია მუშაობა ამოცანებზე და ასევე ექსპერიმენტების ჩატარება თვისობრივი გამოკვლევების შესახებ. მეცადინეობა ჩატარდება თვეში ორჯერ, პარასკევს, გაკვეთილების შემდეგ. წრე განკუთვნილია მერვე- მეცხრე-მეათე კლასის მოსწავლეებისათვის.
ქიმიის შესწავლისას მნიშვნელოვანია ამოცანების ამოხსნის მეთოდების განხილვა და ამოცანების ამოხსნის სიღრმისეული შესწავლა,რაც გაკვეთილზე ვერ ესწრება დროის სიმცირის გამო,ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე ქიმიის წრის ჩამოყალიბება. ჩემი მიზანია წინა წლებში ნასწავლი მასალის გამეორება-სისტემაში მოყვანა და ერთთმანეთთან დაკავშირება.
წრის პროგრამა.
1.ნაერთთა კლასები.ფუძეები,ოქსიდები,მჟავები და მარილები. 1.02.2019
მისაღწ.შედეგი მოსწავლე ანსხვავებს ერთმანეთისაგან ოქსიდებს,ფუძეებს,მჟავებს და მარილებს.მსჯელობს ნაერთთა შორის ურთიერთკავშირძე და ადგენს სქემებს.
2.ატომის აღნაგობა. 15.02.2019
მ.შ. მოსწავლე განსაზღვრავს ელექტრონების განაწილებას ელექტრონულ დონეებზე და ქვედონეებზე.წერს ელექტრონულ ფორმულებს S,P,D.F ორბიტალებზე.
3.რაოდენობრივი თანაფარდობანი ქიმიაში. ა)ვალენტობის მიხედვით ფორმულის დადგენა.ბ) გაანგარიშებები ქიმიური ტოლობების მიხედვით. 1.03.2019
მისაღწ.შედეგი მოსწავლე იყენებს ნივთიერების რაოდენობის ერთეულს -მოლს,მოლურ მასას და რეაქციის რაოდენობრივი დახასიათებისათვის აწარმოებს გამოთვლებს.
4.ელემენტების მასური და მოლური წილის დადგენა.15.03.2019
მ.შ მოსწავლე ახორციელებს სათანადო გამოთვლებს .მაგ: ადგენს ელემენტის მასურ წილს ნაერთთში. და ელემნტის პროცენტულ შემცველობას.
5. ხსნარის მასური წილის განსაძღვრა.29.03.2019
მის.შ.  მოსწავლე იყენებს ხსნარის მასური წილის გამოსათვლელ ფორმულას და იყენებს ამოცანებში.
6.ჟანგვა - აღდგენითი რეაქციის ტოლობების შედგენა.12.04 2019
მისაღწევი შედეგ. მოსწავლე აბალანსებს ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს.
7.წყალბადის მიღება და მისი პრაქტიკული გამოყენება.26.04.2019
მის.შედ.მოსწავლე აცნობიერებს რომ წყალბადი თავისუფალი სახით არ მოიპოვება ბუნებაში და ამიტომ მისი მიღება ლაბორატორიაში ხდება მჟავების ურთიერთქმედებით მეტალებზე.და წყალბადს აქვს აღმდგენელის თვისება. მაგალითად შავი ფერის სპილენძის ოქსიდზე წყალბადის გატარებით, გახურების პირობებში მიიღება მეტალური სპილენძი.
8.თვისებითი რეაქციები.ა) სულფატ იონის ამოცნობა.2) ფოსფატ იონის ამოცნობა.3)ამონიუმის იონების ამოცნობა 3.05.2019.
მ.შ. მოსწავლეები ატარებენ ექსპერიმენტებს.BaCL2+H2SO4=BaSO4 + 2HCL პირველ შემთხვევაშ მიიღეს თეთრი ნალექი.მეორე შემთხვევაში ყვითელი ნალექი.3NaNO3 + Ag3PO4 = Na3PO4 +3AgNO3. და მესამე შემთხვევაში მკვეთრი სუნის აირადი ნივთიერება - ამიაკი.NH4CL+Naoh+NaCL+ NH3+H2O
9.ხისტი წყლის თვისებითი გამოკლვლევა.17.05.2019
მის.შედ. მოსწავლეებეი ატარებენ ექსპერიმენტს,ამზადებენ ორ ჭურჭლს.ერთსი გამოხდილი წყალია და მეორეში ხისტი(გამოხდილ წყალს ამატებენ კალციუმის ქლორიდს).საპნის ხსნარს ამატებენ ორივე ჭურჭელს და აკვირდებიან რომელ ჭურჭელში წარმოიქმნა ნალექი.ეს მოხდა ხისტ წყალში.შესაბამის რეაქციას წერენ დაფაზე.









Friday, June 17, 2016

დღე მეცხრე

დღე დაძაბულად დაიწყო,რადგან ბოლო დღე იყო.ყველა მონაწილე მაქსიმალურად მოვემზადეთ პრეზენტაციისათვის.
ძალიან კარგად დამთავრდა ყველაფერი.

Thursday, June 16, 2016

დღე მერვე

ვისაუბრეთ დავალებებზე სულ 21 -ია,შრომატევადია, ვეცდები მოვასწრო

მეშვიდე დღე

დღეს შეფასებებზე ვისაუბრეთ.უნდა დავამზადოთ სამი შეფასების ფორმა ჩვენი პროექტისათვის.